“ევროპული საქართველო” ბილბორდებზე სიმბოლურად „ცხოველების ფერმის“ პლაკატების განთავსებას ითხოვს | 30.09.2021

“ევროპულმა საქართველომ” სარეკლამო კომპანია “ალმას” ოფიციალური წერილით მიმართა -პარტია ბილბორდებზე  სიმბოლურად „ცხოველების ფერმის“ პლაკატების განთავსებას ითხოვს.   წერილის ავტორებს  აინტერესებთ დათანხმდება თუ არა  „ალმა“ ამ შინაარსის ბანერების განთავსებას,  მაშინ როდესაც ამავე კომპანიამ ბილბორდები პოლიტიკოსებისა და მედიამენჯერების გამოსახულებით სიძულვილის პლაკატებს დაუთმო.  ე.წ სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით,  დღეს კომენტარი გაკეთდა „სამართლიან არჩევნებშიც“.  არასამთავრბო ორგანიზაციამ საჩივრით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას  10 დღის წინ მიმართა. ფიქრობენ, რომ ე.წ სისხლიანი  ბანერები,  სააგიტაციო მასალად და ძალადობის წახალისებად ითვლება, რასაც მათივე თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს. თუმცა როგორც ცესკომ  დაადგინა, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

ე.წ “სისხლიანი ბანერები” თბილისსა და სხვადასხვა ქალაქებში 17 სექტემბერს,  გამოჩნდა.ბილბორდებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიების ლიდერები, კრიტიკული მედიის მენეჯერები, ასევე ექსპრემიერი გიორგი გახარია არიან გამოსახული. ბანერებმა  მძიმე კოვიდვითარების ფონზე ვაქცინაციის წამახალისბელი ბილბორდები ჩაანაცვლა.