“ქართული ოცნება” პრეზიდენტის განცხადებით უკმაყოფილოა | 29.09.2021

მას შემდეგ რაც სალომე ზურაბიშვილმა, კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობაზე ფრანგულ პრესასთან ისაუბრა, “ქართული ოცნების” ლიდერები  ერთიმეორეს მიყოლებით ალაპარკდნენ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე კითხვები არარელევანტურია. მმართველი პარტიის ლიდერების შეფასებებიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტის მოსაზრება მათთვის მიუღებელია. ისინი ხაზგასმით იმეორებენ, რომ მთავრობის ფორმირების საკითხზე გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი მხოლოდ 2024 წელს მიიღებს და კოალიციურ მთავრობაზე ახლა საუბარი-ნაჩქარევია.

ოპოზიციაში  კი უკვე დიდი ხანია კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე საუბრობენ. რიგგარეშე არჩევნები მათი შეფასებით,   სწორედ კოალიციური მთავრობის ფორმირების საფუძველი გახდება.

კოალიციური მთავრობის აუცილებელობაზე პრეზიდენტმა ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებას  ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ twitterr-ზე გამოეხმაურა. ის წერს, რომ პრეზიდენტის განცხადება მნიშვნელოვანია და მომდევნო კვირებში მისი როლი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს.