ეს არის ცირკი – ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ვატო წერეთელი დაიკითხა | 28.09.2021

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის და ავთანდილ წერეთლის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ  მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენება ვატო წერეთლმა მისცა. პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ე.წ. ფულის გათეთრების საქმის პროკურორის განცხადებით, წერეთელმა სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მიაწოდა. მისივე თქმით, ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები ბრალდებულების დამნაშავეობას ადასტურებს. დაცვის მხარე კი საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ. მათ პროკურატურა ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურამ ბიზნესმენს ბრალი, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებისთვის წაუყენა.