“ევროპული საქართველომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუთაისში შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატი, ამირან ძოწენიძე წარადგინეს. პარტიების ლიდერებმა ადგილობრივებთან ერთად არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე, არჩევნების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს და მოსახლეობას მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდეს.