ქვეყანაში იმუნიზაციის შემცირებული ტემპის გამო, ეპიდემიოლოგები მძიმე მეხუთე ტალღის მოლოდინში არიან. მათი შეფასებით, თუ მოსახლეობას აცრას არ გაიკეთებს, შედეგები მძიმე იქნება. სულ ჩატარებულია მილიონ შვიდასი ათასზე მეტი აცრა, დღიურად 6 617 ადამიანი იცრება.
რაც შეეხება კორონა სტატისტიკას, ბოლო 24 საათში 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება. ამ ეტაპზე მძიმედ 1 074 პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 288 მოქალაქე იმყოფება.