დეკანოზ ილია ჭიღლაძის ულტიმატუმი სასულიერო პირებს | 27.09.2021

დეკანოზი ილია ჭიღლაძე პირდაპირ ამბობს, რომ თუ 29 სექტემბრამდე მრუში და მამათმავალი ეპისკოპოსები არ გადადგებიან, მათ მხილებსას  მტკიცებულებებით დაიწყებს. სასულიერო პირი საეკლესიო კრების მოწვევას ითხოვს.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებზეც საუბრობს. სასულიერო პირი ფიქრობს კრებსების გასაჯაროების შემდეგ, ეკლესიაში არსებული რთული ვითარება, კიდევ უფრო ნათელი გახდა.

ხმაურიან  ფაილებთან დაკავშირებით დუმილს ამჯობინებს  ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი.