ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოუწოდებს, დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას | 24.09.2021

თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფმა ამომრჩევლებმა, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, ცესკოს 25-დან- 27 სექტემბრის ჩათვლით, უნდა მიმართონ. საარჩევნო ადმინისტარციაში ამბობენ, რომ სტაციონარულ-სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, 73 საარჩევნო უბანი შეიქმნა. ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოუწოდებს, დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები.