„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და ის ძალადობრივი კამპანია განიხილეს, რომელსაც მმართველი პარტია ოპონენტების წინააღმდეგ ახორციელებს. არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი ბოლომდე მიადევნებენ თვალს, როგორც საარჩევნო კამპანიას, ასევე არჩევნების დღეს, თუ როგორ და რა ვითარებაში ჩატარდება 2 ოქტომბრის არჩევნები და როგორ გაართმევს თავს ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლის პროცესს.