მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა საქართველოში – სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, მათ შორის კლანურ მმართველობაზეა საუბარი. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სახელმწიფოს არ აქვს ერთიანი ხედვა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით და ვერ უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ეფექტური პოლიტიკის გატარებას.