საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს პარტია „ევროპელი დემოკრატები“. პარტიის ლიდერები, პაატა დავითაია და მამუკა გამყრელიძე რუსთავის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერებმა რუსთავის საკრებულოს პარტიული სიის პირველი ნომერი გოჩა ომიაძე წარადგინეს. მათ მოისმინეს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები, ისაუბრეს თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობზე. შეხვედრაზე მისულ ამომრჩეველს კი პარტიის სამოქმედო პროგრამა გააცნეს და უკეთეს მომავალს დაჰპირდნენ.