მცირე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარის და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობდა. სიტყვიერი დაპირისპირება პროკურორის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ “თიბისი ბანკიდან” სესხის აღებით ბრალდებულებმა ფინანსური აქტივი გაიზარდეს. მამუკა ხაზარაძემ პროკურორებს მონები უწოდა და ირაკლი შოთაძეს მიმართა, რომ საქმის სამივე პროკურორი უფრო კვალიფიციური პროკურორებით ჩაანაცვლოს. დღევანდელ სხდომაზე ბადრი ჯაფარიძემ შუამდგომლობაც დააყენა, რომ დამატებით ჩანიშნული სასამართლო პროცესები გადადებულიყო და მათ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება მისცემოდათ, თუმცა მოსამართლემ “ლელოს” ლიდერის შუამდგომლობა არ გაიზიარა.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ. მათ პროკურატურა ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურამ ბიზნესმენს ბრალი, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებისთვის წაუყენა.