“რუსეთში არჩევნები ისეთ პირობებში ჩატარდა, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი პროცესებისთვის არახელსაყრელია” – ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. შეერთებული შტატები ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მთავრობის მიერ მიღებულმა კანონებმა მკაცრად შეზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და ხელი შეუშალა ხალხს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელებაში. შტატები რუსეთს მოუწოდებს, დაიცვას ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის საერთაშორისო ვალდებულება და შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ ოპოზიციასა და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის კამპანია. შტატები არ აღიარებს რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებას უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას აშშ-ში რუსეთის საელჩო გამოეხმაურა და მას უსაფუძვლო უწოდა. რუსეთში, 17-19 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, 450-წევრიან დუმაში საკონსტიტუციო უმრავლესობა შეინარჩუნა პრეზიდენტ პუტინის მხარდამჭერმა პარტიამ – “ერთიანი რუსეთი”.