“ევროპულმა საქართველომ” ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის საკრებულოში, პარტიული სიის ათეული წარადგინა. როგორც პარტიის ლიდერები ამბობენ, “ევროპულმა საქართველომ” დაამკვიდრა სტანდარტი, რომ სიის ფორმირებას ახდენს ამომრჩეველი და არა პარტიის ხელმძღვანელობა. ამბობენ, რომ მათი სია კომპეტენტური და გამოცდილი ადამიანებითაა დაკომპლექტებული. როგორც დღეს პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა 2 ოქტომბრის არჩევნები – ეს არის ბრძოლა ქვეყნის მომავლის გადასარჩენად.