დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ე.წ სისხლიანი ბანერების ჩამოხსნას და მათ ნაცვლად, ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვს. განცხადება ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც თბილისსა და რეგიონებში სიძულვილის ენის შემცველი ე.წ სისხლიანი ბანერები გაჩნდა.
სარეკლამო კომპანია „ალმამ“, „ვაქცინა გვიცავს“ შინაარსის ბოლბორდები ჩამოხნა და ის სწორედ ამ ბანერებით ჩაანაცვლა.
კომპანია ალმას ეს გადაწყვეტილება გამყრელიძემ დღეს ნეგატიურად შეაფასა. ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერებაზე ისაუბრა დღეს ჯანდაცვის მინიტრიც მოადგილემაც, რომელმაც თქვა, რომ სამინისტროს პოზიცია ამ ქმედებასთან დაკავშირებით, პოზიტიური ვერ იქნება.
როგორც მედიამ რამდენიმე დღის წინ გაარკვია, ე.წ სისხლიანი ბანერების უკან სარეკლამო კომპანია “ალმა” დგას. თუმცა, კომაპნიამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ არანაირი შეხება არ აქვთ სარეკლამო ბანერის შინაარსთან და დიზაინთან და მათი კომპანიის როლი მხოლოდ კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე დამკვეთისგან მიღებული სარეკლამო ბანერის განთავსებით შემოიფარგლებოდა. კომპანია აღნიშნავს, რომ ემიჯნება, სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას.
ამ დრომდე უცნობია, ოფიციალური ინფორმაცია თუ ვისი დაკვეთით მომზადდა ბანერები. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სარეკლამო კომაპნაია “ალმას” უკან, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბინზესმენები დგანან. როგორც თბილისის მერმა უკვე არაერთხელ თქვა, ბანერების ჩამოხსნა მერიის კომპეტენცია არ არის და მან ხელი სარეკლამო კომპანიისკენ გაიშვირა. მმართველი პარტია პასუხისმგებლობას ე.წ სისხლიან ბანერებზე არ იღებს და სიძულვილის პროპაგანდაში ისევ კრიტიკულ მედიასაშუალებებს და ოპოზიციას ადანაშაულებს.
ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ სიძულვილის შემცველი სისხლიანი ბანერების უკან მმართველი პარტია დგას. ამბობენ, რომ როდესაც “ქართული ოცნების” რეიტინგი ძალიან დაბალია, ის წინასაარჩევნოდ სწორედ ამ ხერხს მიმართავს. როგორც მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პირობებში, სიძულვილის ენის შემცველი სისხლიანი ბანერები ვაქცინაციის ბანერებს არ უნდა ანაცვლებდეს.
დედაქალაქსა და რეგიონებში დაკიდებულ სისხლიან ბანერებზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოკვლევა დაიწყო. შესაბამისი განცხადებით ცესკოს, არასამთავრობო სექტორმა, ასევე ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მიმართეს. მათი არგუმენტით, სააგიტაციო მასალა შეიცავს ძალადობის პროპაგანდას კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მიმართ. ცესკომ საკითხზე გადაწყვეტილება 10-დღიან ვადაში უნდა მიიღოს.
სისხლიანი ბანერები, თბილისსა და რეგიონებში 17 სექტემბერს გამოჩნდა, ბილბორდებზე პოლიტიკოსებთან და კრიტიკული მედიის მენეჯერებთან ერთად “ქართული ოცნების” ექს-პრემიერი, გიორგი გახარიაცაა აღბეჭდილი.