სერგეი ნავალნის მხარდამჭერის, სერგეი ბოკარევის ექსტრადიციაზე სასამართლომ უარი თქვა | 17.09.2021

ცნობილი რუსი ოპოზიციონერის- სერგეი ნავალნის მხარდამჭერი, რუსი ბიზნესმენის  სერგეი ბოკარევის ექსტრადიციის საკითხზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.  სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება ბოკარევისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარის შესახებ და მას საქმის ხელახლა, სასამართლოს მითითებებით განხილვა დაავალა.

სერგეი ბოკარევი საქართველოში 2018 წელს ჩამოვიდა. რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ის დააკავეს, რის შემდეგაც ბოკარევმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, რაზეც უწყებამ უარი უთხრა. სერგეი ბოკარევის ადვოკატიამბობს, რომ სამართლებრივად ქართულმა სახელმწიფომ ბიზნესმენს თავშესაფარი უნდა მისცეს.