გონიოს მოსალეობის ნაწილი მორიგი აქცია მიწების დაკანონების მოთხოვნით | 17.09.2021

მიწების დაკანონების მოთხოვნით გონიოს მოსალეობის ნაწილმა მორიგი აქცია გამართა. ადგილობრივები ბათუმის მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარეს შეხვდენენ. როგორც გონიოელები აცხადებენ, მათ დიდი ხანია აქვთ ეჭვი, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.

შეხვედრაზე, დავით კოპინაძემ, მოქალაქეებს, საკითხის მოსაგვარებლად კიდევ ერთკვირიანი ვადა სთხოვა. აღსანიშნავია, რომ გონიოელები, ჯერ დაკანონებული და შემდგომ ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას 2008 წლიდან ცდილობენ. 237 ოჯახიდან, საკუთრება ნაწილმა სასამართლოს გზით, ნაწილმა კი ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიბრუნა. ამ დრომდე საკუთრებისთვის, 25 ოჯახი იბრძვის.