გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ქუთაისის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დეკანოიძე ვაკის უბნის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ამომრჩევლები მძიმე ეკონომიკურ ფონზე, უმუშევრობაზე, გაზრდილ კრიმინალსა და ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ. თავის მხრივ, დეკანოიძემ, ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათ არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.