„ოცნება“ ჟურნალისტებზე ძალადობას ახალისებს“ – „ოცნება“ გვარამიას შოუს დადგმაში ადანაშაულებს | 16.09.2021

“მთავარი არხის” ოპერატორი, რომელიც ქარელში “ქართული ოცნების” შტაბში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავდა კლინიკიდან გაწერეს. ლევან აბლოთია ქარელის კლინიკიდან “ნიუ ჰოსპიტალში” გუშინ გვიან ღამით გადმოიყვანეს. ექიმის ინფორმაციით ოპერატორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას გულ-მკერდის ზედაპირული ტრავმა და სახსრების დაჭიმვა აღენიშნება. “მთავარი არხის” ოპერატორი  ქარელში მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ დაპირისპირების დროს ის “ქართული ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

მთავარი არხის ოპერატორი გუშინ იმ დროს დაშავდა, როცა ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი ქართული ოცნების ოფისში მერობის კანდიდატთან დაკავშირებით კითხვების დასასმელად მივიდა. პარტიის წარმოამდგენლებმა ჟურნალისტები ოფისიდან გამოაძევეს. დაპირისპირების დროს კი როგორც ოპერატორი ამბობს, ის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.