ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმები გააპროტესტეს დღეს “ლეიბორისტული პარტიის” წევრებმა. მერობის კამდიდატმა “ქართული ოცნების” ოფისთან აქცია-პერფომანსი გამართა და ქართული ოცნების მმართველობის დროს დაზარალებული მედიის წარმომადგენელების ფოტოები გამოფინა. მიხეილ ქუმსიშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას 100-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორია დაზარალებული, ხოლო ერთი გარდაცვლილი. ქუმსიშვილი ამბობს, რომ მედიაზე ძალადობა 2 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.