COVID-19-ით კიდევ 60 პაციენტი გარდაიცვალა | 15.09.2021

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ით კიდევ  60 პაციენტი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 32 207 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 2 515  ახალი შემთხვევა. ეპიდემიოლოგების შეფასებით, ლეტალობის და ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა კვლავ მაღალია, რის გამოც მოქალაქეებს მდგომარეობა საყურადღებოა. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ დამოუწოდებენ.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 24 941 ადამიანი. ამ ეტაპზე სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 22.5%. ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა, აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%.