რუსულმა კომპანია „ბლაინმა“ ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას – მიხეილ სააკაშვილი | 15.09.2021

მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას, რომ რუსული კომპანია  „ბილაინი“-ის  ფილიალმა საქართველოში, გახარიას პარტიას  აბონენტების მთელი სია მისცა, აბსურდს უწოდებენ ყოფილი პრემიერის გუნდში. ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ პარტიის დაარსების დღიდან მათზე მიზანმიმართული დამაზიანებელი კამპანია მიმდინარეობს და  ამ კამპანიაში სააკაშვილიც მონაწილეობს. ექს პრეზიდენტმა განცხადება ცოტა ხნის წინ  სოციალური ქსელში  გაავრცელა  და თქვა, რომ კომპანია, რუსული ეფესბეს მიერ კონტროლდება.