როგორც “საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ დღეს მედიაცენტრ “მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თუ სახელმწიფო პურის ფქვილზე სუბსიდირების პროგრამას არ განახორციელებს, ოქტომბრიდან, შესაძლოა, ფასი 10 თეთრით გაიზარდოს. როგორც მალხაზ დოლიძემ თქვა, პურის ქარხნებსა და საცხობებში მუშახელის ხელფასების საკითხი ძალიან მწვავედ დგას და თანამშრომლები ანაზღაურების მომატებას ითხოვენ.
მსოფლიოში ხორბალზე ფასის ზრდის ტენდენციაზე ისაუბრა, “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა. ლევან სილაგავამ საქართველოში ხორბალზე ფასის ზრდა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანაში ხორბლის მარაგი არის, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დადებითი პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.