“ქართული ოცნება” უარყოფს და ფაბრიკაციას უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს მმართველი პარტიის მერობის კანდიდატები სუს-ის აგენტები არიან. “ქართული ოცნების” ლიდერები “ნაციონალურ მოძრაობას” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ოპოზიცია სახელისუფლებო კანდიდატების დისკრედიტაციას ცდილობს. მათი თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს “ოცნების” კანდიდატები სუს-ის აგენტები არიან არის ჭორი, გამოგონილი და არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება.