დღეიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ფუნქციონირება განაახლა. დაახლოებით ერთთვიანი აკრძალვის შემდეგ მეტრო, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მოქალქეებს ჩვეულ რეჟიმში დილიდან ემსახურებიან.
ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნის მიუხედევად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამკაცრებული იქნება პირბადის ტარებისა და ზოგადად რეგულაციების დაცვის კონტროლი. ამის შესახებ კახა კალაძემ ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება თუ რომელიმე მგზავრს პირბადე არ ექნება.