გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. ანზორ მელია ამჯერად ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა ჩასახლებაში მივიდა.მან დევნილების პრობლემები მოისმინა და გადაჭრის გეგმებზე ისაუბრა. დევნილები ამბობენ, რომ ისინი ხელისუფლებამ უყურადღებოდ მიატოვა და მათ პრობლემეზე არ რეაგირებს.