2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ევროპარლამენტი დააკვირდება. შესაბამისი განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაავრცელა.
“შესანიშნავი ახალი ამბავი – ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო დელეგაცია გაგზავნოს,” – წერს კალიურანდი.