მორიგი საპროტესტო აქცია აჭარაში – რას ითხოვენ სატვირთო ავტომობილების მძღოლები | 10.09.2021

საპროტესტო აქცია აჭარაში – სატვირთო ავტომობილების მძღოლები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან მივიდნენ. შეკრებილები ითხოვენ, გაუქმდეს შეზღუდვა და საზღვრის კვეთა დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე შეძლონ.მათი განმარტებით, სარფის საბაჟოდან თურქეთში გასვლისთვის მათ სპეციალური ნებართვის აღება, ყოველ ჯერზე სჭირდებათ, რასაც მუდმივად ვერ ახრეხებენ და გადაზიდვები უგვიანდებათ. მძღოლები ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ.