„მესამე ძალის“ ლიდერები სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ | 10.09.2021

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერები “ეროვნული მოძრაობის” ლიდერებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. განხილვის მთავარვი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა იყო. შეხვედრაზე არსებული ვითარებიდან გამოსავლის გზებზეც იმსჯელეს.