ჩემი მენეჯერული თვისებები, რეგიონს განვითარებაში დაეხმარება – ანზორ მელიას შეხვედრა მხარდამჭერებთან | 07.09.2021

“ნაციონალური მოძრაობის”  ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად ის კოლხიდის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. მელია ამბობს, რომ მისი მენეჯერული თვისებები, რეგიონს განვითარებაში დაეხმარება. შეხვედრაზე ზუგდიდის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.