როგორ გაგრძელდება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა დახმარებაზე უარის თქმის შემდგომ – ამ თემაზე იყო დღეს მსჯელობა პარტია “დროას” ოფისში, რომელსაც მიწვეული ექსპერტებიც ესწრებოდნენ. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ 75 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებაზე უარის თქმით, “ქართული ოცნების” გუნდმა ავტომატურად უარი თქვა იმ სისტემურ რეფორმებზეც, რომელთა გატარების ვალდებულება მიშელის დოკუმენტით აიღო. დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხსაც.