შეხვდებიან თუ არა კონგრესმენები ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯერ-ჯერობით უცნობია, ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე წარმომადგენელთა პალატის წევრების ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებენ და ამბობენ, რომ ქვეყანა დასავლურ კურსს აცდა და აუცილებელია სტრატეგიული პარტნიორების ინფორმირება. ოპოზიცია იმედოვნებს, რომ კონგრესმენებთან შეხვედრას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას შეძლებენ.