ამნისტიის კანონპროექტისთვის ოპოზიცია მხარდაჭერას ისევ არ აპირებს | 06.09.2021

19-21 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტი კენჭს სავარაუდოდ ხვალ უყრის. ოპოზიცია დოკუმენტის მხარდაჭერას ისევ არ აპირებს, ვინაიდან მათთვის “ქართული ოცნების” მიერ გაკეთებული ჩანაწერი წყალგამყოფია. ხელისუფლების ოპონენტებისთვის მიუღებელია დოკუმენტის ის ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტია მხოლოდ იმ პირებს შეეხებათ, ვისაც ამის სურვილი ექნება. ოპოზიცია ამბობს, რომ ამგვარი პრაქტიკა არ ახსოვთ, რადგან ეს ყველა ნორმას ეწინააღმდგება. “ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ ამ ჩანაწერით ისინი ყველა მსჯავრდებულ პირს არჩევანის საშუალებას აძლევენ.