პრემიერ-მინისტრი ოპონენტების კრიტიკას აგრძელებს. საარჩევნო პროგრამის ნაცვლად ირაკლი ღარიბაშვილი ამომრჩეველს ისევ “ნაციონალურ მოძრაობაზე” ესაუბრება. მთავრობის მეთაურმა ოპოზიცია ამჯერად ბაღდათსა და თერჯოლაში, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების წარდგენისას გააკრიტიკა. პრემიერი აცხადებს, რომ სააკაშვილის, გვარამიას და მთელი პროვოკაციული ძალის მიერ, “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. ღარიბაშილის თქმით, ოპოზიცია საზოგადოებაში პანიკას თესავს, რათა მოსახლეობას არასტაბილურობის განცდა გაუჩნდეს.