საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო 24 საათში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 86 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 7649-მდე გაიზარდა. კოვიდმიმღები კლინიკების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება მალე დასტაბილურდება. მედიკოსები ინფიცირებულტა რაოდენობის შემცირების და ვაქცინირებულტა ზრდის ფონზე ლეტალობის შემთხვევების შემცირებასაც ელოდებიან.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილ პირთა და ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტები უდიდესი ნაწილი არავაქცინირებული იყო, ამიტომ უწყებაში აცრის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ისევე როგორც პანდემიის წინა ტალღების დროს, ახლაც კორონავირუსისგან ძირითადად 70 წელს გადაცილებული ადამიანები იღუპებიან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არავაქცინირებულები არიან. ჯანდაცვის მინისტრი კი არ გამორიცხავს, რომ კრიტიკული პაციენტების მართვის პროტოკოლს გადახედონ.
ჯანდაცვის მინისტრი დღეს კოვიდკლინიკების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება, მედიკამენტების და ჟანგბადის რესურსის ხარჯვა იყო. ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ქვეყანა “სინოფარმის” დამატებითი დოზების მიღების მოლოდინშია, თუმცა მინისტრის მოადგილემ დღს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩინურ ვაქცინას ელოდებიან, “სინოვაკით” აცრა ურჩია.
ლეტალობის მაჩვენებლისგან განსხვავებით ქვეყანაში იკლებს ინფიცირებულტა რაოდენობა. ბოლო 24 საათში COVID-19 3034 ადამიანს დაუდასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 8, 34 %-მდე შემცირდა.