სრულად ვაქცინირება არა მხოლოდ კორონავირუსით დაინფიცირების არამედ, დაავადების ხანგრძლივობის რისკს ამცირებს. ლონდონის კინგს კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ვაქცინის ორი დოზით აცრილების მხოლოდ 0,2%-მა განაცხადა, რომ ვაქცინის შემდეგ დაინფიცირდნენ. ამასთან სრულად ვაქცინირებული და დაინფიცირებული 592 ადამიანიდან მხოლოდ 5%-ს განუვითარდა ხანგრძლივი კოვიდი. კვლევის ფარგლებში მეცნიერები 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით ათასობით არავაქცინირებული და ვაქცინირებული ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ.