რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ – თბილისის მერი შეხვედრის დეტალებზე პირველ კომენტარს აკეთებს. კახა კალაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიამ მას დაუკავშირდა და გასაუბრება სთხოვა, რის შემდეგაც შეხვედრა თბილისის მერიაში ჩაინიშნა. კალაძე ამტკიცებს, რომ გახარიამ ის საქმის კურსში ჩააყენა და უთხრა, რომ ისიც თბილისის მერობას აპირებს. თბილისის მერი არ ამბობს შედგა თუ არა საუბარი რაიმე სახის ფინანსურ დეტალებზე, თუმცა მისთვის ეს შეხვედრა გაუგებარი და ბუნდოვანი აღმოჩნდა.
რა შანსები აქვს გიორგი გახარიას და შეძლებს თუ არა ის მთავარი ოპონენტების დამარცხებას. გახარია, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი არაფერს არ ცვლის ოპოზიციის გეგმებში. ოპოზიციურ ერთობაში ფიქრობენ, რომ გახარიას საარჩევნო მარათონში ჩართვა ისევ “ქართული ოცნების” რეიტინგზე აისახება. მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ გახარია ნიკა მელიას მაშველ რგოლად კიდევ ერთხელ მოევლინა.