ნუ გვატყუებთ! – აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან | 01.09.2021

მთავრობის მიერ ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარებაზე უარი სამოქალაქო აქტივისტებმა აქციით გააპროტესტეს. სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივიტები დღეს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბნენ და მმართველი გუნდი პრორუსული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულეს. ახალგაზრდების განცხადებით, “ოცნებამ” ამ კრიზისულ ვითარებაში პარტიული ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა დააყენა.