გადაწყვეტილებას, რომლითაც ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, თბილისის მერობის კანდიდატი იქნება, “ქართული ოცნება” უღირსს უწოდებს. მმართველ გუნდში თვლიან, რომ გახარია ამ გადაწყვეტილებით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას მეორე ტურში გადასვლაში დაეხმარება.