გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს | 01.09.2021

გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.  ამის შესახებ ექსპრემიერმა დღეს თავად განაცხადა   პრეზენტაციაზე, სადაც ასევე წარადგინა საკრებულოს სია და მაჟორიტარობის კანდიდატები. სამომავლო გეგმების გარდა, ყოფილმა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას, ყოფილი თანაგუნდელებიც გააკრიტიკა.  გიორგი გახარიას თქმით,  “ქართული ოცნების” ლიდერებს დაავიწყდათ ის ფასეულობები, რომლის ირგვლივაც თავის დროზე ეს პარტია გაერთიანდა.