კოვიდგენოციდი – შალვა ნათელაშვილი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის გაუქმებას ითხოვს | 30.08.2021

“ლეიბორისტულ პარტიის” თავჯდომარე ვირუსისგან გარდაცვალების საგანგაშო სტატისტიკას ეხმიანება და პასუხიმსგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. შალვა ნათელაშვილი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის გაუქმებასაც ითხოვს. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის თქმით, პატარა ავტომობილებში უფრო დიდია დაინფიცირების რისკი, ვიდრე ავტობუსებსა და მეტროში. ნათელაშვილის თქმით, უტრანსპორტობის გამო, მოსახლეობას ვაქცინაციის პუნქტებამდე მისვლა უჭირს.