მძიმე ეპიდვითარებიდან გამომდინარე ამ დრომდე უცნობი რჩება როდის გაიხსნება საბავშვო ბაღები | 27.08.2021

ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ამ დრომდე უცნობი რჩება როდის გაიხსნება საბავშვო ბაღები.  დედაქალაქის მერი და ჯანდაცვის მინისტრი აცხადებენ, რომ ამ საკითხზე შესაბამისი საბჭო მსჯელობს და გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღსაზრდელებისათვის კოვიდ უსაფრთხო გარემო შექმნას და ამისთვის ბაღის თანამშრომლების ვაქცინაცია მიმდინარეობს.  კახა კალაძის თქმით, ამ ეტაპისათვის სააღმზრდელო დაწესებულების 5000-ზე მეტი თანამშრომელია ვაქცინირებული.