ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო საბანკო ვალდებულებების შეჩერება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან “ქართული ოცნების” ოფისამდე ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მმართველი პარტიისგან მძიმე ეკონომიური ვითარების პირობებში შეღავათები მოითხოვეს. მოგვიანებით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა “საქართველოს ბანკის” შენობასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე შეხვდა. მისი განმარტებით, საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.