ოპოზიციის ნაწილი არჩევნების შესაძლო გადავადებაზე მსჯელობის დაწყებას მოითხოვს | 24.08.2021

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ოპოზიციის ნაწილი არჩევნების შესაძლო გადავადებაზე მსჯელობის დაწყებას მოითხოვს. პოლიტიკური პარტიები იზიარებენ სახალხო დამცველის რეკომენდაციას, რომელიც თვლის, რომ მმართელმა გუნდმა და ოპოზიციამ უნდა დაიწყოს საუბარი შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება მსგავს ეპიდვითარებაში.  ოპოზიციაში აცხადებენ, რომ  იმ ფონზე როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და სამედიცინო სისტემა კოლაფსშია,  აუცილებელია ყველამ  საერთო პასუხისმგებლობა იკისროს და არჩევნების გადავადების საკითხზე მსჯელობა დაიწყოს.

მმართველი გუნდი კი არჩვენების გადადების აუცილებლობას ვერ ხედავს. “ქართულ ოცნებაში”  მიიჩნევენ, რომ არჩევნების გადადების საკითხის წამოწევა ოპოზიციისთვის შესაძლოა მაშველი რგოლის ფუნქციის მატარებელი იყოს. “ქართული ოცნება” ომბუცმენსაც აკრიტიკებს და ნინო ლომჯარიას “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.