“ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა | 23.08.2021

“ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა. მათ  შორის არიან ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმებული საერთო კანდიდატებიც.  ოპოზიციურ პარტიაში დარწმუნებული არიან,  რომ 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე ამომრჩეველი  სწორ არჩევანს გააკეთებს და “ქართულ ოცნებას” დაამარცხებენ.