გიორგი გახარიას პარტია ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს | 23.08.2021

გიორგი გახარიას პარტია ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით,   მმართველი გუნდის წარმომადგენლები მათ კანდიდატებს რიგ შემთხვევებში, გახარიას გუნდის დატოვების სანაცვლოდ, სოლიდურ თანხას სთავაზობენ.  ირაკლი მიქელაძემ  დღეს გამართულ ბრიფინგზე კონკრეტული გვარები არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ ადამიანების დაშინებისა, ისინი  მათ აფრთხილებენ და ინფორმაციას აწვდიან.