საქართველოს 16-მა მოქალაქემ ავღანეთი დატოვა. ისინი სამშობლოში დღის ბოლო დაბრუნდებიან | 20.08.2021

საქართველოს 16-მა მოქალაქემ ავღანეთი დატოვა. ისინი სამშობლოში დღის ბოლო დაბრუნდებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ბრიტანელების მიერ უზრუნველყოფილი რეისით ჯერ დუბაიში ჩაფრინდებიან, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდებიან.

ცნობისთვის, ავღანეთში სულ 22 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან 6-მა სამშობლოში დაბრუნება რამდენიმე დღის წინ მოახერხა.