გურიაში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. სამხედრო ექიმები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – აცანასა და აკეთში იმყოფებოდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს. სამედიცინო ჯგუფები იმ მოქალაქეების აცრას ახორციელებენ, რომლებიც არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას ვერ ახერხებენ. სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციას, სხვადასხვა რეგიონის სოფლებში, რამდენიმე ლოკაციაზე უზრუნველყოფენ.