ანტისაოკუპაციო მოძრაობამ მცხეთა-მთიანეთის სოფლებში ოკუპანტების კიდევ ერთი საგუშაგო აღმოაჩინა | 20.08.2021

ანტისაოკუპაციო მოძრაობამ მცხეტა-მთიანეთის სოფლებში ოკუპანტების კიდევ ერთი საგუშაგო აღმოაჩინა. დავით ქაცარავას თქმით რუსი სამხედროების მიერ მოწყობილი ახალი ტიპის საგუშაგო, სოფელ გრემისხევის მახლობლად პატრულირების დროს დააფიქსირეს. ქაცარავა ამბობს, რომ მათ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს სამშენებლო მასალა, რაც იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ოკუპანტებმა სამშებელო სამუშაოები დაასრულეს ან საგუშაგოს გაფართოვებას გეგმავენ. ანტისაოკუპაციო მოძრაობისმლიდერის თქმით ტერიტორიაზე ქართველი სამართალდამცველები  არ პატრულირებენ და სოფლების მოსახლეობა დაცვის გარეშეა დარჩენილი.