ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით კამპანია მიმდინარეობს | 19.08.2021

ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენაზე, Covid-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბროშურების დარიგება დაიწყო. კამპანიის ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, ლია გიგაური სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვია. ის ქალაქ ნინოწმინდაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მოგვიანებით, შეხვედრები გაიმართა სოფელ განძანისა და ფოკას მოსახლეობასთან.  სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ადგილობრივებს საინფორმაციო ბროშურები და სამედიცინო პირბადეები გადასცა.  Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბროშურები კარდაკარ პრინციპით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ იმ სოფლებში დარიგდება, სადაც ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია.