ნიკა მელია და ზაალ უდუმაშვილი მცხეთაში მხარდამწერებს შეხვდნენ | 18.08.2021

“ნაციონალური მოძრაობა” წინასაარჩევნო კამპანიას რეგიონებში გასვლით აგრძელებს. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი მცხეთაში მხარდამჭერებს შეხვდნენ. მათ ამომრჩევლებთან 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და წინასაარჩევნოდ დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათ არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდეს.